
ოთხკუთხა ჰაერსატარები
მოთუთიებული ფოლადის ოთხკუთხა ჰაერსატარები მზადდება სხვადასხვა ზომისა და კვეთის მიხედვით, პროექტის სპეციფიკაციის გათვალისწინებით.
დეტალურადქოლდ მეტალი (Cold Metal) 2023 წლიდან აწარმოებს სავენტილაციო და სახანძრო სისტემებისთვის განკუთვნილ პროდუქციას.
ჩვენი საქმიანობის საფუძველია წარმოების თანამედროვე სტანდარტების დაცვა, სიზუსტე და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული მიდგომა. საწარმო თბილისში მდებარეობს, ხოლო მზა პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწვდით.

ჰაერსატარების ზომები, კუთხეები და ნაკერები პროექტის მოთხოვნების შესაბამისად მზადდება.
ვიცავთ შეთანხმებულ ვადებს და მომხმარებელს შეკვეთის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ყველა ეტაპზე.
წარმოებაში ვიყენებთ SENTE-ს სავენტილაციო დანადგარებს. ნახეთ ჩვენი წარმოება.
განვიხილავთ თქვენს მოთხოვნებს, ვაზუსტებთ ტექნიკურ დეტალებს და უზრუნველვყოფთ პროდუქციის მიწოდებას.
ვაწარმოებთ სავენტილაციო სისტემებისთვის საჭირო ძირითად პროდუქციას — ჰაერსატარებს, ფასონურ ნაწილებსა და სახანძრო სარქველებს. პროდუქცია მზადდება პროექტის ზომებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
გამოგვიგზავნეთ პროექტის სპეციფიკაცია, ნახაზი ან საჭირო ზომები. ჩვენი გუნდი მოგაწვდით ინფორმაციას პროდუქციის ღირებულებისა და დამზადების ვადების შესახებ.