სახანძრო ჰაერსატარები

სახანძრო (ხანძარსაწინააღმდეგო) ჰაერსატარები კვამლის გამწოვ და ჰაერის დაწნევის სისტემებში გამოიყენება. ეს სისტემები ხანძრის დროს უნდა მუშაობდეს, როცა ჩვეულებრივი ვენტილაცია უკვე გათიშულია. ამიტომ მათი ჰაერსატარები მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს: მეტი სიმტკიცე, მჭიდრო შეერთებები და, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლდამცავი იზოლაცია.

ჰაერსატარები, სარქველები და სავენტილაციო დეტალები

სად გამოიყენება

  • კვამლის გამწოვი სისტემები პარკინგებში, დერეფნებსა და ატრიუმებში
  • კიბის უჯრედებისა და ლიფტის შახტების ჰაერის დაწნევა
  • სამზარეულოს გამწოვი, სადაც მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი

დამზადება პროექტის მიხედვით

სახანძრო ჰაერსატარის მასალას, ფურცლის სისქეს, შეერთების ტიპსა და ცეცხლდაცვის საჭიროებას პროექტი განსაზღვრავს. ვამზადებთ მოცემული სპეციფიკაციით და ვაწვდით სახანძრო სარქველებთან ერთად — ობიექტს ერთი მომწოდებელი ჰყავს.

სასარგებლო სტატიები

სახანძრო სარქველი ელექტრო ამძრავით

სახანძრო სარქველი: რა არის, როგორ მუშაობს და სად ყენდება

როგორ აჩერებს სარქველი ცეცხლსა და კვამლს ჰაერსატარში, რას ნიშნავს ცეცხლმედეგობის კლასი და რა უნდა გაითვალისწინოთ.

წაიკითხეთ
სახანძრო სარქველები ქოლდ მეტალის საწარმოში

ქოლდ მეტალი: სავენტილაციო და სახანძრო სისტემების პროდუქციის წარმოება საქართველოში

რას აწარმოებს ქოლდ მეტალი, რა დანადგარებით მუშაობს და როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა — პროექტის განხილვიდან მიწოდებამდე.

წაიკითხეთ
ოთხკუთხა ჰაერსატარები ქოლდ მეტალის საწარმოში, თბილისში

როგორ მზადდება ჰაერსატარები ქოლდ მეტალში: ნახაზიდან ობიექტზე მიწოდებამდე

ნახაზიდან ობიექტზე მიწოდებამდე: როგორ მზადდება ოთხკუთხა და სპირალური ჰაერსატარები, ფასონური და არასტანდარტული დეტალები.

წაიკითხეთ

გჭირდებათ ფასი თქვენი პროექტისთვის?

გამოგვიგზავნეთ პროექტის სპეციფიკაცია, ნახაზი ან საჭირო ზომები. ჩვენი გუნდი მოგაწვდით ინფორმაციას პროდუქციის ღირებულებისა და დამზადების ვადების შესახებ.