კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მონაცემთა დამმუშავებელი: ქოლდ მეტალი, სტანისლავსკის ქ. N1, თბილისი, info@coldmetal.ge.
რა მონაცემებს ვაგროვებთ
ფასის მოთხოვნის ფორმით ვიღებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებსაც თავად გვიგზავნით: სახელს, ტელეფონს, ელფოსტას, კომპანიის სახელსა და შეკვეთის აღწერას.
რისთვის ვიყენებთ
მონაცემებს ვიყენებთ მხოლოდ თქვენს მოთხოვნაზე პასუხისთვის, ფასის შეთავაზებისა და შეკვეთის შესრულებისთვის. მესამე პირებს მონაცემებს არ გადავცემთ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ანალიტიკა და cookie-ები
საიტის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ Google Analytics-ს: ის აგროვებს ზოგად სტატისტიკას ვიზიტების შესახებ (რომელი გვერდები ნახეს, რა მოწყობილობიდან) და ამისთვის cookie-ებს იყენებს. სარეკლამო cookie-ებს არ ვიყენებთ. ანალიტიკაზე უარის თქმა შეგიძლიათ ბრაუზერში cookie-ების დაბლოკვით ან Google-ის დამატებით Google Analytics Opt-out.
თქვენი უფლებები
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა — მოგვწერეთ: info@coldmetal.ge.
