ფასონური ნაწილები

ფასონური ნაწილებით იცვლება ჰაერსატარის მიმართულება და კვეთი, ქსელი კი ცალკეულ ხაზებად განშტოვდება. ვამზადებთ როგორც ოთხკუთხა, ისე მრგვალი სისტემებისთვის — ერთ წარმოებაში, ერთი სტანდარტით.

ქოლდ მეტალის ფასონური ნაწილები: სამკაპი, მუხლები, გადამყვანი და ოთხკუთხა ჰაერსატარები საწარმოში

რას ვამზადებთ

  • მუხლებს — 90°, 45° და სხვა კუთხით
  • სამკაპებსა და განშტოებებს
  • გადამყვანებს — ერთი ზომიდან მეორეზე და ოთხკუთხა კვეთიდან მრგვალზე
  • ბოლო დამხშობებსა და მისაერთებელ ყელებს
  • არასტანდარტულ ნაწილებს ნახაზის მიხედვით

დიდი ზომის დეტალები

ვამზადებთ დიდი დიამეტრის მუხლებსა და გადამყვანებსაც, რომლებიც მზა სახით მიგვაქვს ობიექტზე. მაგალითები ნახეთ ნამუშევრების გვერდზე.

რა გვჭირდება შეკვეთისთვის

  • ჰაერსატარის კვეთი ან დიამეტრი
  • მუხლისთვის — კუთხე და მიმართულება
  • გადამყვანისთვის — შესასვლელი და გამოსასვლელი ზომები
  • რაოდენობა
  • შეერთების ტიპი, თუ პროექტით არის განსაზღვრული

ხშირად დასმული კითხვები

შეგიძლიათ ფოტოს ან ესკიზის მიხედვით დამზადება?

დიახ, თუ ზომები ცნობილია. გამოგვიგზავნეთ ფოტო ან ესკიზი ზომებით — საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებით დასაზუსტებლად.

გჭირდებათ ფასი თქვენი პროექტისთვის?

გამოგვიგზავნეთ სპეციფიკაცია, ნახაზი ან უბრალოდ ზომები — მოგაწვდით ფასსა და დამზადების ვადას.