რატომ სპირალური მილი
- სპირალური ნაკერი მილს დამატებით სიხისტეს აძლევს — ნაკლები საყრდენი და ნაკლები ვიბრაცია
- მრგვალ კვეთში ჰაერი თანაბრად მოძრაობს — ნაკლები წნევის დანაკარგი და ნაკლები ხმაური
- ნაკლები შეერთება — ნაკლები გაჟონვა
- ფასონური ნაწილები მილში უბრალოდ ჩაისმება — სწრაფი მონტაჟი ობიექტზე
სად გამოიყენება
- მიწოდება-გამწოვი ვენტილაცია საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში
- ღია ჭერის მქონე კაფეები, ოფისები და სავაჭრო სივრცეები, სადაც ჰაერსატარი ინტერიერის ნაწილია
- საწარმოო ვენტილაცია
ფასონური ნაწილები და აქსესუარები
სპირალურ მილთან ერთად ვამზადებთ მუხლებს, სამკაპებსა და გადამყვანებს, ასევე მრგვალ მაყუჩებს და სახანძრო სარქველებს. ყველა ნაწილი ერთ წარმოებაში მზადდება, ამიტომ ობიექტზე ერთმანეთს ზუსტად ერგება.

ხშირად დასმული კითხვები
რომელი ჯობია — მრგვალი თუ ოთხკუთხა ჰაერსატარი?
თუ სივრცე საშუალებას იძლევა, მრგვალი სპირალური მილი ჰაერს ნაკლები დანაკარგით ატარებს და უფრო სწრაფად მონტაჟდება. ოთხკუთხა კვეთი მაშინ ჯობია, როცა ჭერქვეშ სიმაღლე შეზღუდულია. დეტალურად — ჩვენს სტატიაში.




